გურამ გეგეშიძის მოწოდება…
„ჩემი მოწოდებაა, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა უყუროს ცას, აუცილებლად უნდა ეხებოდეს მიწას, აუცილებლად უნდა დაღვაროს ოფლი და ამ ოფლით მოიპოვოს ლუკმა, ასფალტი და რკინა-ბეტონი კი არ უნდა იზიდავდეს, არამედ ტყე და მინდორი, მთები და ზღვა, ბენზინის სუნს ყვავილების და თივის სუნი უნდა ერჩიოს, ბუნების წინაშე პირისპირ დარჩენილმა უნდა შეიცნოს და ნათელყოს საკუთარი თავი და არა ბრბოში ათქვეფილმა, სადაც ათასგვარად ინიღბები და გავიწყდება, ან სულაც ვერ გებულობ ვინა ხარ, რა ხარ, რისთვის მოსულხარ”.