როი სოხუმელი – „რაღაც, ისე ვარ”
რაღაც, ისე ვარ,
თითქოს სახლი მრჩება უშვილოდ,
და შენს მკლავებში, თავშესაფარს ვეძებ, დილამდე,
გარეთ მარტია,
ჩემს აპრილს, რომ შემოვუთბილო,
რომ აღსარების ვერ დატევა(ც) გავთქვა ხსნილამდე.
ნეტავ… სადა ხარ,
უთოვლია ჯერაც ზამთარი,
ვმალავ წვიმებში, მერამდენედ, სხვათა წიოკებს,
თებერვალი გვაქვს ისე სუსტი, ისე გამხდარი,
როგორც ტოტები, სიცივისგან – კარალიოკებს.
წუთის წამებით დრო დაათრევს დაყრილ პორტრეტებს,
რომ ჩასასვლელიც დაიხვეწოს ჟამთა კადრივით,
ჩვენც თუ წავედით,
რა აზრი აქვს ამდენ პოეტებს,
შემოცრეცილან ერთ-ურთისგან შალის ჩადრივით.
რაღაც, ისე ვარ,
უშენოა თითქოს ეს წლები,
ზეცის თაღებზე მზე უჭირავთ ცათა ტიტანებს…
მოფრინდებიან გაზაფხულზე ალბათ მერცხლები,
თუმცა სამყაროს უღმერთობა შეამტვრიანებს.