„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ერთობ ეშმაკური ინსტიქტი აქვთ ქალებს, როცა რაიმე უნდათ გამოგტყუონ, ხელათ ალერსს მოიშველიებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რა ჯობია, როცა გჯერა, რომ ყველაფერს მიაღწევ, რაც თვითონ განუპირობე საკუთარ თავს?!”

* * *

„ზომიერი პატივმოყვარეობა აუცილებელია, როცა საკუთარი თავის გარდა არაფერი ახსოვთ და ვერც ვერაფრეს ხედავენ, – აუტანელი ზიზღის მომგვრელია”.

* * *

„ადამიანი ყველაფერს ეგუება, დიახ, ყველაფერს ეგუება უსამართლობის გარდა”.

* * *

„ბედისწერა განაგებს ცხოვრებას და არა სიბრძნე და ზნეობრივი კანონები”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნებისყოფას შეუძლია ბედი შეცვალოს”.

* * *

„სიყვარულს, უნეტარესს, მოუთმენელს, ჯოჯოხეთურს, თუკი აჰყევი, შეუძლია გონება წაგართვას, ყველაფერი დაგავიწყოს, მოვალეობა, საკუთარი თავი, მთელი ქვეყანა და ყოველგვარი სხვა სიყვარული”.

* * *

„მაიმუნობაა ყველაფერი – ერთმანეთს ვატყუებთ”.

* * *

„რაკი ცოცხალი ვარ და ჯერჯერობით მიწაზე ვდგავარ, შეუძლებელია მიწიერ ამბებზე არ ვიფიქრო”.

* * *

„უაზრობაა ყოველივე, რაც გსურს ის უნდა გააკეთო, რადგან მხოლოდ ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყანაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება