გურამ გეგეშიძის ნააზრევი…
„ჩვენს ხალხს ერთი დიდი ნაკლი აქვს, ყველას სურს ისეთნაირად მოგაჩვენოს თავი, როგორიც სინამდვილეში არ არის და არც არასოდეს ყოფილა. ყველა ლაჩარი ვაჟკაცობაზე დებს თავს, ღარიბი სიმდიდრეზე, უნიჭო ნიჭზე და ასე დაუსრულებლივ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაზე კეთილი კაცი იმიტომ არის კეთილი, რომ ბოროტების მაცდურ კარნახს საკუთარ სულში, სულ უმცირეს გამომჟღავნებამდე თრგუნავს”.
* * *
„თითოეულ წარსულ ეპოქას, ყოველგვარ სიკეთესთან ერთად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უამრავი ბოროტებაც თან ახლავს ხოლმე და არასოდეს, არსად არ ყოფილა ცხოვრება ნათელი, მხოლოდ სიკეთისკენ მიმართული”.
* * *
„რაც გიყვარს, იმის მიხედვითაც ჩანს, რასაც წარმოვადგენთ”.
* * *
„ზომიერების გრძნობა გვაკლია, ყმაწვილებო! დიდი არხეინი ხალხი ვართ, ზერელე, ზედაპირული, წამხედური, გარეგნული ბრწყინვალება თვალს გვჭრის და იმის იქეთ ვერაფერს ვხედავთ. თითო-ოროლა, ჭეშმარიტად დიდი ადამიანი თუ გამოგვერევა, იმას არ ვაფასებთ, ვერ ვუგებთ, ჰე-ჰე-ჰე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საკუთარი თავის დაფასება უნდა ვისწავლოთ, გადაფასება კი არა”.
* * *
„ყოველგვარი გაურკვევლობა შიშს თუ არა, სიფრთხილეს და უნდობლობას მაინც ბადებს”.
* * *
„ადამიანი თავისი ნამოქმედარის შედეგებით ფასდება და არა ზრახვებით”.
* * *
„ამ ცხოვრებაში ყოველდღიურ წვრილმან ამბებს რომ სიხარული არ მოჰქონდეს, სიცოცხლეს ფასი არ ექნებოდა”.
* * *
„მე პირადად მზარავენ თავის საქმეში ფანატიკურად შეყვარებული პიროვნებები, რომლებიც საკუთარი მიზნის გარდა ვერაფერს ხედავენ ცხოვრებაში”. – (ავტორი გენია.ჯი)