„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„წაქცეულ კაცს წიხლი მაინც არ უნდა ჩაჰკრა, მაგრამ გალიიდან გამოვარდნილი მხეცის შეკავებაც ძნელია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სრული თავისუფლება მაინც არ ვარგა. მეტისმეტად თავკერძი ხდები კაცი. აუცილებლად უნდა იყო შებოჭილი სხვისი სიყვარულით, მოვალეობის გრძნობით, რათა ადამიანის სახე შეინარჩუნო”.

* * *

„როცა კაცს საკუთარი თავის გარდა არაფერი გადარდებს, შენი ყოველი გაჭირვება მეტისმეტად მძიმედ გეჩვენება”.

* * *

„მშობლიური ქალაქი მხოლოდ მაშინ არის ნამდვილად მშობლიური, ნამდვილად შენი, როცა გაქვს ბინა, საკუთარი ბუდე, თავშესაფარი, – წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ისევე უცხოა, როგორც ის ქალი, რომელიც გიყვარს, მაგრამ რომელსაც არ უყვარხარ”.

* * *

„მეცოდება ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ადრე თუ გვიან უნდა გაქრეს მისი ხსენება და გამარჯვების ვერმოიმედე მაინც გააფთრებით ებღაუჭება სიცოცხლეს…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიყვარული, რომელიც მხოლოდ შენსკენ არის მომართული, სათვალავში არ ჩაითვლება. შენ უნდა გასცე თვითონ, და არ უნდა ელოდე არაფრის მიღებას. მხოლოდ უანგარობაა გამაკეთილშობილებელი”.

* * *

„ის, რისი მოდრეკაც შეუძლებელია, ტყდება ხოლმე”.

* * *

„ადამიანს თითქმის აღარაფერი უკვირს, მაგრამ არასოდეს აღარ არის ის ისეთი წრფელი და უშუალო, როგორც ბავშვობისას იყო”.

* * *

„ქრისტესათვის ყველა ერთია, ვინაიდან – „არცა მამაკაცება არს, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყველანი ერთ ხართ”.

* * *

„არ არსებობს ქალი, რომელსაც სიყვარულის ახსნა არ სიამოვნებდეს, ვისგანაც არ უნდა იყოს და როგორი ფორმით გამოთქმული”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>