„ერთი ქალი გავიწყებს მეორეს, მეორე მესამეს და ასე შემდეგ…”
„ერთი ქალი გავიწყებს მეორეს, მეორე მესამეს და ასე შემდეგ, თუმცა ზოგიერთები ამბობენ, ის, ვინც ყველაზე მეტად გიყვარდა, არასოდეს გავიწყდებაო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სწორი. უკვე თვითონ სიტყვა „გიყვარდა”, გულისხმობს რომ აღარ გიყვარს და ამიტომ აღარ გაღელვებს. ახალ-ახალი საზრუნავები, რომელიც ჟამთა სვლაში გვიჩნდება, იმ ვნებასაც აქრობს, რომელიც შეიძლება ყველაზე დიდი და ძლიერი იყო მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე. ზოგიერთი, რომელიმე საქმეს იმისათვის ჰკიდებს ხელს, რომ შეყვარებულს თავი მოაწონოს, რაღაც დაუმტკიცოს, მაგრამ მერე ეს საქმე იმორჩილებს ადამიანს, ზოგჯერ მიზანსაც აღწევს და უკვე აღარ ახსოვს, რატომ მოჰკიდა ამ საქმეს ხელი, რადგან დროთა ვითარებაში ქრება ვნება, რომელმაც უბიძგა მას ამ საქმისაკენ”. – (ავტორი გენია.ჯი)