„მეცხრე სიმფონიის წყევლა”
მუსიკალურ სამყაროში დიდი ხნის განმავლობაში იყო დამკვიდრებული ცრურწმენა იმის შესახებ, რომ კომპოზიტორი, რომელიც „მეცხრე სიმფონიას” დაწერდა, ნაწარმოების დაწერისთანავე გარდაიცვლებოდა. და მართლაც, თავ-თავიანთი „მეცხრე სიმფონიის” დაწერიდან მალევე გარდაიცვალნენ ისეთი სახელოვანი კომპოზიტორები, როგორებიც იყვნენ – უკვდავი მუსიკალური ქმნილების – „მთვარის სონატის” გენიალური გერმანელი ავტორი – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, მუსიკალურ ხელოვნებაში რომანტიზმის ერთ-ერთი ავსტრიელი ფუძემდებელი – ფრანც პეტერ შუბერტი, დიდი ავსტრიელი კომპოზიტორი და ვირტუოზი ორღანისტი – ანტონ ბრუკნერი, რომანტიზმის ეპოქის სახელგანთქმული ჩეხი კომპოზიტორი – ანტონინ დვორჟაკი და კიდევ ერთი, თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი დირიჟორი და კომპოზიტორი – გუსტავ მალერი. – (ავტორი გენია.ჯი)