ფერენც ლისტი – „ეპიზოდი”

XIX საუკუნის გენიალური უნგრელი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი – ფერენც ლისტი (1811-1886 წლები) პარიზის კონსერვატორიაში ჩარიცხვას ლამობდა 1823 წელს, თუმცა იმ მოტივით, რომ ყმაწვილი მუსიკოსი უცხოელი იყო, უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის კარი მიუხურეს. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, იმ პერიოდში პარიზის კონსერვატორიის კარის შეღება მხოლოდ და მხოლოდ ეროვნებით ფრანგ მუსიკოსებს შეეძლოთ. იმისათვის, რომ 12 წლის ასაკში მყოფ ლისტს თავი როგორმე გაეტანა, სალონებში გამოსვლას მიჰყო ხელი. 12 წლის უნგრელი ბიჭუნას გამაოგნებელმა მუსიკალურმა ტალანტმა იმდენად გაიგდო სახელი, რომ მას თაყვანისმცემელთა მთელი არმია გაუჩნდა. სწორედ მათი უშუალო დამსახურება გახლდათ პარიზში არსებულ იტალიურ საოპერო თეატრში ფერენც ლისტის კონცერტის ორგანიზება. იმ იტალიურ საოპერო თეატრს კი საფრანგეთის დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ორკესტრი ჰყავდა. პატარა ფერენცის შემოქმედების თაყვანისმცემელთა მიერ ორგანიზებული კონცერტის მიმდინარეობისას შემდგომი მუსიკალური ნომრის შესრულება ყმაწვილმა ლისტმა სოლო შესრულებით დაიწყო, თუმცა, რატომღაც მას ორკესტრი თავის დროზე არ აჰყვა: ორკესტრის წევრები მოჯადოებული უსმენდნენ მოზარდი ვირტუოზის გამაოგნებელ სოლო შესრულებას. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>