როი სოხუმელი – „ჩემს უშენობას”

ჩემს უშენობას

დრო წაიღებს – ურცხვთა ნაბერწი,

ზღვა თავს შეაკლავს ცის სილურჯეს – ბედის მომგონო,

დოქის ყელივით, სმის მადით ხარ გამოსაძერწი,

ყვითელ ფოთლებზე

ჯვარს რომ ვიწერ უშემოდგომოდ.

განვლილ სეზონებს

გულს მოვპარავ – წვიმებს ნაჩვევი,

ფიქრის ბოლომდე რომ არ ღირდეს დართა გამოხრად,

გამიშიშვლდები სიყვარულზე გადანაჩვევი,

და ჩემს მკლავებში მზეს გაწირავ – ამოსაოხრად.

ქარს მოყოლილი,

წლებმა, მაინც ქარში დატოვა,

ახლა ჩემამდეც წუთი სხვასთან ღალატს მოასწრებს,

უნდა ხედავდე და გტკიოდეს, როგორ ათოვა,

უკვდავებიდან აშენებულ ფერთა მონასტრებს.

ჩემს უშენობას… უშენობა, სადღაც ურჩება,

სადღაც ჩაივლის – დღე, რომელსაც

ვერც

შენ

მიენდე,

მომხვევ ხელებს და… ეს სამყაროც გაიყუჩება,

გაისუსები… და მიტირებ – სულის სიღრმემდე.

კომენტარის დატოვება