„ფრანგ რაინდთა ძმობილობის წესი”
XVI საუკუნეში – ანრი II დე ვალუას მეფობის ჟამს საფრანგეთში ერთი მრავლისმეტყველი და ფრიად კეთილშობილური ჩვეულება იყო დამკვიდრებული, რომელიც შემდგომ იშვიათი გახდა, ხოლო ბოლოს კი სრულიად მოისპო ჟამთა მსვლელობაში. (ავტორი გენია.ჯი) ეს მშვენიერი ჩვეულება მდგომარეობდა იმაში, რომ ყოველი რაინდი ვალდებული იყო – ძმადნაფიცი აერჩია, რის შემდეგაც ეს ორი ერთგული და პატიოსანი ადამიანი ერთმანეთს არ შორდებოდა კუბოს ფიცრამდე. ისინი ძმები ხდებოდნენ და თითოეული მათგანი ვალდებული იყო თავისი ძმობილი დაეცვა მტრის იარაღისა და კარისკაცების ბოროტი ენებისაგან. მას უნდა გაებათილებინა ყოველი ბრალდება, რომელიც მის ძმობილს უპატიოსნობას, მოღალატეობას ან სხვა რაიმე ცუდ ქცევას მიაწერდა, და მაშინვე ხმალში უნდა გამოეწვია შეურაცხმყოფელი: იმიტომ რომ მას ეჭვი არ უნდა ჰქონოდა – ეს ყოველივე ცილისწამებააო. თავისთავად იგულისხმება, რომ ძმობილები ერთმანეთს შველოდნენ კარგსა თუ ცუდ საქმეში და ერთად იყოფდნენ სიხარულსა და მწუხარებას. ისინი ხშირად უფრო ახლო იყვნენ ერთმანეთთან, ვიდრე ღვიძლი ძმები, რომელნიც შემთხვევით არიან შეკავშირებული ბუნების მიერ, მაშინ, როცა ძმობილთ უფრო ღრმა და იდუმალი ნათესაობა აერთიანებდა”. – (ავტორი გენია.ჯი)