კასპარ დავიდ ფრიდრიხი – „ეპიზოდი”

დიდ გერმანელ რომანტიკოს მხატვარს - კასპარ დავიდ ფრიდრიხს (1774-1840 წლები), ერთი უჩვეულო თვისება ახასიათებდა: იგი პრინციპულად არ აწერდა ხელს მის მიერ დახატულ არც ერთ სურათზე და არც ათარიღებდა მათ. (ავტორი გენია.ჯი) ბალტიის ზღვის სანაპიროზე, საპნის მწარმოებელთა ოჯახში ქვეყნიერებას მოვლენილმა ხელოვანმა, რომელიც ოჯახში მკაცრ პროტესტანულ აღზრდას ექვემდებარებოდა, ცხოვრების ადრეულ ეტაპზევე შეიგრძნო, რა არის – სიკვდილი და იმთავითვე ზიზღით განიმსჭვალა მის მიმართ. ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში მყოფ მოზარდს, 1781 წელს დედა – სოფი დოროთეა ბეხლი გარდაეცვალა ტუბერკულოზის შედეგად; 13 წლის კასპარი თვითმხილველი გახდა იმ ტრაგიკული მოვლენისა, რომელსაც მისი უფროსი ძმა შეეწირა: გაყინულ ტბაზე მოსრიალე პატარა კასპარს ყინული ჩაუტყდა. გაყინულ ტბაში ჩავარდნილი მოზარდის გადარჩენას მისივე უფროსი ძმა – იოჰან კრისტოფერი შეეცადა. კასპარ დავიდ ფრიდრიხი იოჰანმა კი გადაარჩინა უცილობელ სიკვდილს, თუმცა თავად – დაიღუპა; 1782 წელს მხატვარს კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა თავს: მას უფროსი და – ელისაბედი გამოეცალა ხელიდან. თუმცა ამით გერმანელი ხელოვანის ტრაგიზმი არ დასრულებულა. 1791 წელს ტიფის შედეგად ფრიდრიხმა მეორე ღვიძლი დაც (მარია) დაჰკარგა.

ზემოაღნიშნულმა ტრაგიკულმა გარემოებებმა განუზომელი როლი ითამაშა კასპარ დავიდის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ამიტომაც იქცა იგი შემდგომში ერთობ მელანქოლიურ, პირქუშ და მარტოხელა პერსონად. იმ პერსონად, რომელსაც მეგობრები „მიზანთროპად” მოიხსენეიბდნენ და იმ პერსონად, რომელიც ხშირად გამოსახავდა თავის შედევრ-ტილოებზე სასაფლაოებსა და საფლავებს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>