ადოლფ ჰიტლერი – „ეპიზოდი”
გერმანული ნაციზმის მიზანთროპი ფუძემდებელი, ვეგეტარიანელი – ადოლფ ჰიტლერი (1889-1945 წლები), ახალგაზრდული ასაკიდან მოყოლებული მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ერიდებოდა და არ მიირთმევდა ლუდზე ძლიერმოქმედ სპირტიან სასმელებს. (ავტორი გენია.ჯი) ამის მიზეზად ფიურერის ბიოგრაფები იმ ერთ სკანდალურ ფაქტს ასახელებენ, რომელიც ჰიტლერს ავსტრიის ქალაქ ლინცში არსებულ რეალურ სასწავლებელში სწავლის ჟამს შეემთხვა. მომდევნო კლასის წარმატებით დასრულების შემდგომ, როგორც წესი, ადოლფს რეალური სასწავლებლის დირექციამ სერთიფიკატი გადასცა. შემდგომ კლასში წარმატებით გადასვლა ყმაწვილმა ჰიტლერმა „სათანადოდ აღნიშნა” სპირტიანი სასმელების მიღების თანხლებით. იმ დღეს მესამე რაიხის ტოტალიტარული დიქტატურის მომავალი ფუძემდებელი იმდენად უგონოდ დათვრა, რომ მან რეალური სასწავლებლის მიერ მასზედვე გაცემული სერთიფიკატი საპირფარეშოში – ტუალეტის ქაღალდად გამოიყენა. ეს ფაქტი დირექციისათვის მალევე გახდა ცნობილი, რამაც თავის მხრივ, სკანდალი გამოიწვია ჰიტლერის გარშემო. თუმცა, შერცხვენილ ყმაწვილ მოსწავლეს სასწავლებლის დირექციამ სერთიფიკატის დუბლიკატი მაინც გადასცა. ზემოაღნიშნულმა მოვლენამ ჰიტლერს ძალიან ძლიერი სირცხვილის გრძნობა მოჰგვარა. შედეგად, მან საკუთარ თავს აღუთქვა, რომ მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში აღარასოდეს მოიხმარდა ძლიერ სპირტიან სასმელებს. და მართლაც, ადოლფმა სიტყვა შეასრულა: ჰიტლერმა თავისი რაციონიდან ერთხელ და სამუდამოდ ამოიღო ძლიერი სპირტიანი სასმელები. – (ავტორი გენია.ჯი)