ეკატერინე მედიჩი – „ეპიზოდი”
„ბართლომეს სისხლიანი ღამის” ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი, საფრანგეთის დედოფალი – ეკატერინე მედიჩი (1519-1589 წლები), ხშირად მართავდა საცეკვაო საღამოებს სამეფო სასახლეში, სადაც განსაკუთრებით ჭარბობდა შური ერთმანეთისადმი სეფექალებში და მათ კავალერებში. (ავტორი გენია.ჯი) თავისი პოლიტიკური მოსაზრებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, იგი ყოველთვის ხელს უწყობდა დიდგვაროვან ქალ-ვაჟებს შორის წარმოშობილ დამაინტრიგებელ სასიყვარულო რომანებს. ასეთ დროს მედიჩი, როგორც გამოცდილ პურის მცხობელს შეეფერება, მაშით ცეცხლს უკეთებდა ღუმელში. და მაშინ, როდესაც მის თვალწინ წყვილ-წყვილად მოხდენილი დიდგვაროვანი ქალ-ვაჟები ტრიალებდნენ, იგი თავის მეუღლეს, საფრანგეთის მეფეს – ანრი II-ს ერთმნიშვნელოვნად ეუბნებოდა ხოლმე: „ – სანამ ესენი აქ ერთმანეთს ებრძვიან, ვერ მოიცლიან შეთქმულების მოსაწყობად თქვენს წინააღმდეგო”. – (ავტორი გენია.ჯი)