იცით თუ არა, რომ?!
1. გერმანელი ნაცისტების მიერ დაარსებულ „სიკვდილის ფაბრიკად” წოდებულ „ოსვენციმის ავადსახსენებელ საკონცენტრაციო ბანაკში”, რომლის კარიბჭეზე გაკეთებული იყო ლოზუნგი – „შრომა მოგანიჭებთ თავისუფლებას”, ფართოდ იყო გავრცელებული ერთი ავბედითი ანდაზა: „შრომა გაგხდით თავისუფალს სამი კრემატორიუმის გავლით”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „რუსოს სამარევ, კრძალვით ვიყრი მუხლს შენს წინაშე!” – ასეთი სიტყვები ჩაწერა თავის ერთ-ერთ ლექსში დიდმა გერმანელმა პოეტმა – ფრიდრიხ შილერმა გენიალური ფრანგი განმანათლებლის – ჟან-ჟაკ რუსოს შესახებ.
* * *
3. საფრანგეთის მეფეთა შორის ერთ-ერთ ყველაზე ერუდირებულ მეფედ, XVI საუკუნეში მოღვაწე ფრანგ მონარქს – ფრანსუა I ვალუას ასახელებენ მკვლევარები.
* * *
4. ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში, გენიალური ფრანგი მწერალი – ონორე დე ბალზაკი, პარიზში, კერძოდ კი – ლედიგიერის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი სახლის სხვენზე ცხოვრობდა.
* * *
5. „გერმანელებო! თქვენ წინაშეა მსოფლიო, დაიმორჩილეთ და ებატონეთ მას!” – ეს იყო ადოლფ ჰიტლერის ყველაზე მოკლე სიტყვით გამოსვლა (1941 წელს) მის ბიოგრაფიაში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ერთი რამ იდეით ან საქმით შეპყრობილ ადამიანს – „მონომანი” ჰქვია.
* * *
7. „საერთაშორისო სამართალს” – XVII საუკუნეში საფუძველი ჩაუყარა გენიალური ნიდერლანდელი მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის – ჰუგო გროციუსის მიერ დაწერილმა წიგნმა – „ომისა და ზავის სამართალი”.
* * *
8. ერთ-ერთი ლათინური ანდაზა ამტკიცებს, – „ყველას თავის ჟინი ეზიდებაო”.
* * *
9. ადრეულ საუკუნეებში, პარიზის სიახლოვეს, მდინარე სენაზე სპეციალური ბადეები იყო გაჭიმული, რათა წყალში დამხრჩვალი ხალხი ამ მეთოდით აღმოეჩინათ და დაეჭირათ.
* * *
10. „ნების თავისუფლების თეორია” რომ გაებათილებინა, გენიალურმა ფრანგმა ფილოსოფოსმა – ჟან ბურიდანიმ ვირის მაგალითი მოიყვანა. იმ ვირისა, რომელმაც ვერ აირჩია თივის რომელი ძნა შეეჭამა და შიმშილით მოკვდა. – (ავტორი გენია.ჯი)