იოზეფ მენგელეს შესახებ…
„მაღალი, მოხდენილი, სიმპათიური შესახედაობის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი, სასიამოვნო და სწორნაკვთებიანი სახე და მეტყველი, ლამაზი თვალების პატრონი. გარეგნულად იგი პატიოსანი, კულტურული და კარგად აღზრდილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა”. (ავტორი გენია.ჯი)
„სიკვდილის ანგელოზად” წოდებული ამ არაკაცი გერმანელი ჯალათის – იოზეფ მენგელეს გარეგნობა სრულიად არ შეესაბამებოდა იმას, რასაც მასზე ჰყვებოდნენ და ჰყვებიან დღემდე. სინამდვილეში კი, მისი ცეცხლივით ეშინოდათ. სწორედ ეს მძორისმჭამელი იყო დაკავებული საკონცენტრაციო ბანაკებში ეგრეთ წოდებული „სელექციით”. მარტივად რომ ვთქვათ, ავადმყოფი და უძლური ტყვეების ამორჩევით, რომელთაც შემდგომ იგი მის ერთ-ერთ თანაშემწესთან – მოლთან აგზავნიდა „სამკურნალოდ”. მაშასადამე, გაზის საკნებში გასაგუდად და კრემატორიუმებში დასაწვავად. იოზეფ მენგელე ცოცხალ ადამიანებზე აწარმოებდა თავის მხეცურ ცდებს: ასტერილიზებდა ქალებს, ქალიშვილებს, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ჩვილ ბავშვებსაც კი. კოდავდა მამაკაცებსა და ბიჭუნებს. აკეთებდა ჯირკვლების, ზურგისა და თავის ტვინის გადანერგვას. გარდა ამისა, აკეთებდა ჯანსაღი კუჭების რეზექციას (სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა) და თავის ქალების ტრეპანაციას (ძვლოვანი ღრუს გახვრეტის ოპერაცია). უბედური ტყვეების სისხლში შეჰყავდა გადამდები ბაქტერიები და ეპიდემიის გამომწვევები. ადამიანებზე ცდიდა სხვადასხვა სახის საწამლავებს და ახალ, ჯერ კიდევ შეუმოწმებელ პრეპარატებს.
„მაღალი, მოხდენილი, სიმპათიური შესახედაობის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი, სასიამოვნო და სწორნაკვთებიანი სახე და მეტყველი, ლამაზი თვალების პატრონი. გარეგნულად იგი პატიოსანი, კულტურული და კარგად აღზრდილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა”. – (ავტორი გენია.ჯი)