ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
„მისთვის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსხვავება… მხოლოდ იმაში მდგომარეობს, შეუძლია თუ არა ფიზიკას მისდიოს”-ო. – ეს სიტყვები ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფიზიკოსის – ალბერტ აინშტაინის (1879-1955 წლები) შესახებ მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა წარმოთქვა თავის დროზე. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც რომ, სხვა დანარჩენი მისთვის ერთობ უმნიშვნელო და სასაცილო რამ იყო… ერთხელ „ფარდობითობის თეორიის” ავტორი რომელიღაც ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც იგი თავის თანამოსაუბრეს გამოუტყდა, რომ ვერ ხედავდა ვერავითარ შინაგან აზრს მსგავს ცერემონიებში. „დაკრძალვაზე მიდიან იმიტომ, რომ არ სურთ სხვა ადამიანებმა გაკიცხონ წაუსვლელობისათვის, ზუსტად ისევე, როგორც ყოველდღე მხოლოდ იმისათვის წმენდნენ ფეხსაცმელს, რომ არ თქვან, ჭუჭყიან ფეხსაცმელებს ატარებენო”. – ასეთი სიტყვით დაასრულა თავისი მოსაზრება ნობელიანტმა ფიზიკოსმა თანამოსაუბრესთან. – (ავტორი გენია.ჯი)