როი სოხუმელი – „ისე მიყურებ…”

ისე მიყურებ,

თითქოს გინდა – ზეცაც ჩამოწვეს,

და ჩემს ფანჯრებთან შემოდგომამ ცხარედ იტიროს,

ჰყრია ლტოლვები, სადაც მარცხით გადამამოწმეს,

მაგრამ თვალები???…

ლამის ღმერთმაც გაიცისპიროს.

ფოთოლთ ცვენა ვარ,

შენ – მწვერვალი, მზე და სიმშვიდე,

თუნდაც ცდუნებამ დაუცხრომელ ვნებით გვარწიოს,

მტოვებ იქამდე, სანამ გულსაც გადამიშლიდე

და ვერ გიმეტებ, სხვამ შენამდე ამოაღწიოს.

ვდგები ლექსიდან,

სადაც ვევნე, სადაც მწყევლიან,

რადგან სხვებივით შენც ამოკრეფ წუთის მიმიკებს,

მცირე პოეტებს?! – ნუ აყვები… მუდამ მდევნიან,

ხვალ უგუნური მათი მოდგმის – გამაქილიკებს.

და ახლა, როცა

არც არავის ჰყავხარ და ქრები,

სველ აივანზე უთამბაქო იმედებს ვახვევ,

ვეწევი ისე, რომ მეტკინოს, რომ სადაც მრჩები,

გფიქრობ და მერე,

არ შემდგარი ლექსივით დაგხევ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>