პაულ თომას მანი – „რა არის ნიჭი?”
„რა არის ნიჭი? განა ის თავისთავად ტანჯვა არ არის? განა არის ამაში რამე უჩვეულო? სიტყვების უზომოდ მოზღვავება მხოლოდ ქარაფშუტებსა და დილეტანტებს სჩვევიათ, იმათ, ვინც ადვილად კმაყოფილდება მიღწეულით, უვიცთ, რომელთაც არა უწყიან, რას ნიშნავს ტალანტის უღლის წევა და კირთება მთელი სიცოცხლის მანძილზე, რადგან ტალანტი, ბატონებო და ქალბატონებო, მანდ, ქვევით, პარტერში რომ ბრძანდებით, მსუბუქი ტვირთი, გასართობი რამ უნარი როდი გახლავთ, ტალანტი თავი და თავი მ ო თ ხ ო ვ ნ ი ლ ე ბ ა, იდეალის კრიტიკული ცოდნაა, დაუკმაყოფილებლობაა, რომელიც ტანჯვით იწრთობს და იხვეწს შემოქმედებით ძალას! დიდი, დაუდეგარი სულის ადამიანებისათვის ტალანტი უდიდესი სასჯელია!” – (ავტორი გენია.ჯი)