ივანე ტურგენევი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთმა გამოჩენილმა რუსმა ლიტერატორმა - ივანე ტურგენევმა (1818-1883 წლები), გერმანიაში პირველად 1836 წელს იმოგზაურა. გერმანიისაკენ მიმავალ ხომალდზე, რომლის ბორტზეც ახალგაზრდა მწერლი იმყოფებოდა, მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად, გემზე გაჩენილ ხანძარს ტურგენევი საშინელ პანიკაში ჩაუგდია. იგი გემბანზე დარბოდა და ხმამაღლა გამოხატავდა წუხილს იმაზე, რომ ესოდენ ახალგაზრდულ ასაკში უნდა გამოთხოვებოდა წუთისოფელს. მას შემდეგ, რაც წყალში ჩასაშვებად მეზღვაურებმა სამაშველო ნავები მოამზადეს, ივანემ თავისი განიერი მხარ-ბეჭით აქეთ-იქეთ მიყარ-მოყარა სხვა მგზავრები (მათ შორის ბავშვები და ქალები) და პირველი ჩაჯდა ერთ-ერთ სამაშველო ნავში. ხმები ლიტერატორის „გმირული” საქციელის შესახებ მალევე გავრცელდა საზოგადოებაში. სხვათა მსგავსად, ეს არასასიამოვნო ეპიზოდი მწერლის მეგობრებსაც შეუტყვიათ, რომლებიც იმდენად აღუშფოთებია მეგობრის არასაკადრის საქციელს, რომ არ მორიდებიან და ტურგენევისათვის საჯაროდ უწოდებიათ – „ლაჩარი”. – (ავტორი გენია.ჯი)