„დამაკვირდი”
1. „ადამიანი ადამიანურს ცხოვრებას მოვითხოვ, იმ გვარს ცხოვრებას, რომელზედაც უფლებაცა მაქვს, და უნდა მომეცეს…” – ალექსანდრე ყაზბეგი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „შიმშილი საშინელი მოვლენაა: ჯერ კუჭს აგიწვავს, მერე ძალ-ღონეს გამოგილევს, სუნთქვას შეგიმოკლებს, სისხლის მოძრაობას შეაჩერებს, სურვილებს მოგისპობს, ძილად მიგაგდებს და კიდეც მშვიდობით, ცოლო და შვილო!..” – ივანე ელიაშვილი
* * *
3. „ტანჯვაში გამოჩნდება კაცის დიდსულოვანება, მოიგონე ისტორია, ყველა გამოჩენილ კაცს, რომლითაც ქვეყნიერება ამაყობს, უბედურება გამოუვლია”.
* * *
4. „თუ ერთმანერთის გაბედნიერება ვერ შეგიძლიათ, რასაკვირველია, გაყრა სჯობს”. – ალექსანდრე ყაზბეგი
* * *
5. „იცოდეთ, ქვეყანას ხარბი თვალი აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ასში ერთი ნამდვილი დამფასებელიც რომ გამოგიჩნდეს, შენს გამჩენს მადლობა შესწირე”. – ივანე ელიაშვილი
* * *
7. „ღმერთო! კაცი რამდენჯერ არის ბედნიერი სიზმარში, ცხადათაც რომ ისე იყოს, გაბედამდა ვინმე, რომ ცხოვრებისათვის ჯოჯოხეთი დაერქვა?”
* * *
8. „მთვარეს ძაღლმა რამდენიც უნდა უყეფოს, მაინც ვერას დაუშავებს!”
* * *
9. „ჩვენის ჭკუა-გონებისათვის მიუწვდომელი დრო ყოვლად შემძლებელია: დღეს აღამებს და ღამეს ათენებს, კოკორს შლის და ვარდს აჭკნობს, ჩვილს აჭაბუკებს და ჭაბუკს ახუცებს, სიცოცხლეს სიკვდილით აბოლოებს და სიკვდილით სიცოცხლესა ჰბადებს”. – ივანე ელიაშვილი
* * *
10. „გულამაყობით მოცემულ წყალობას ვერავისგან მივიღებ, ან პატივით მომეპყარ, ან მომკალი!” – (ავტორი გენია.ჯი)