Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„გააჩერეთ ნებისმიერი კაცი და ჰკითხეთ, ბოროტი ხარ თუ კეთილიო, და მარტო ამ შეკითხვაზე კბილებსაც დაემშვიდობებით. რა გამოგვივიდა, კეთილი მეტი ყოფილა ბოროტზე თუ – პირიქით. ამას წინათ ერთ ადამიანს დავუსვი ასეთი შეკითხვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სიბოროტით აღსავსე გახლდათ. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვუთხარი, პირადად შენ ბოროტი ხარ თუ კეთილი-მეთქი. როგორ გგონიათ, რა მიპასუხა?
- ყველა ბოროტმა იცის, რომ ბოროტიაო, მაგრამ მალავსო.
მას შემდეგ იმ კაცზე შთაბეჭდილება შემეცვალა. კარგი კაცი ყოფილა და რა მეთქმის…”