„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„დინჯად აჩქარდი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაუმარჯოს ცის ნამს, მიწის ბარაქას, ცხვრის მადლს, მტრედის მირონს, თქვენს ნახელავს, ხარის ქედს, ვაჟკაცის მარჯვენას და დედაკაცის ნამუსს”.
* * *
„ყოველივე ამაო იყო და მხოლოდ ამაოება: ჩვენი გაჩენაც, წუთიერი სიყვარულიც, წამიერი ვარამიც. და არარა იყო და არცა არის რაიმე ამ ქვეყნად, არცა იმ ქვეყნად, გარდა პირდაღებული, შავი, უძირო, უსაზღვრო და მარადიული არარაობისა”.
* * *
„ქედი მოიდრიკე, გულზვიადო უბადრუკებავ!. პირქვე დაემხე.”
* * *
„ეპიტაფია კივილია არარაობისა, წყურვილის მარადიულობისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭაბუკი ხნიერზე მუდამ უფრო გულმავიწყია და ვარამს მასზე ადვილად ინელებს”.
* * *
„ვიღაცამ მიჰქარა: წოლას ძილი, ძილს კი სიკვდილი სჯობიაო. ვიღაცამ უპასუხა: სიკვდილს ღონღილი, ღონღილს კი ქროლა სჯობიაო. მე კი მოგახსენებთ: სიკვდილსაც და ქარიშხალსაც ისევ ნაბიჯი გერჩივნოთ – მუდმივი, მტკიცე და დაუღალავი”.
* * *
„წარსული გაცხრილეთ, აწყმო გაიგეთ და პირი მუდამ მომავლისკენ იქონიეთ”.
* * *
„ორი მგლის შუა მოქცეული საკლავი დიდხანს მაინც ვერ გასძლებს”.
* * *
„ქვეყანა დიდია და ყბედი”. – (ავტორი გენია.ჯი)