მარკ შაგალი – „ეპიზოდი”
1887 წლის 7 ივლისს, ბელორუსიის ჩრდილო-აღმოსავლეთში განთავსებული ქალაქის – ვიტებსკის შემოგარენში, ებრაული წარმომავლობის მქონე ბელორუსი კლერკის – ჰაცკელ შაგალის ოჯახში პირველი ვაჟი გაჩნდა, რომელსაც სახელად – მოშე უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი) მოშე შაგალი ანუ იგივე - მარკ შაგალი სწორედ იმ დროს მოევლინა ქვეყნიერებას, როდესაც ვიტებსკში უზარმაზარი, საშინელი ხანძარი მძვინვარებდა. საწოლი, რომელშიაც დედა თავის ახალშობილ ვაჟთან ერთად იწვა, ოჯახის ახლობელ ადამიანებს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაჰქონდათ გამუდმებით, რათა ამ გზით მათთვის ხანძრისაგან წარმოშობილი საფრთხე აეცილებინათ თავიდან. საბედნიეროდ, ვიტებსკის გამანადგურებელ ხანძარს დედა-შვილი შაგალებისა, უვნებლად გადაურჩა. – (ავტორი გენია.ჯი)