ანია გალერია ფაუსტინა – „ეპიზოდი”

ისტორიკოსთა გადმოცემების თანახმად, ირკვევა, რომ რომის იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იმპერატორის – მარკუს ავრელიუსის მეუღლე, იმპერატორ ადრიანეს ერთადერთი ქალიშვილი - ანია გალერია ფაუსტინა (125-175 წლები), ერთობ აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ფილოსოფოსი ხელისუფალის პირმშვენიერი თანამეცხედრე იმ გარყვნილი ქალების რიგს მიეკუთვნებოდა, რომელნიც თავიანთი ვნებების დასაკმაყოფილებლად არაფერზედ დაიხევდნენ უკან. ამას ადასტურებს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოებაც: ამაზრზენია, თუმცა ფაქტია, რომ ფაუსტინას უამრავ საყვარელს შორის მისი ქალიშვილის – ლუცილას ქმარი, რომის იმპერატორი – ლუციუს ვერუსიც იმყოფებოდა. ფართოდ მოარული ხმები იმასაც ირწმუნებიან, რომ მოგვიანებით ანიამ „საყვარლის” რანგში აყვანილი თავისი სიძე საწამლავის მეშვეობით გაისტუმრა იმიერში.

მიუხედავად უკიდურესად აღვირახსნილი ცხოვრებისა, მარკუს ავრელიუსი მაინც თავის აზრზე იდგა და არაფრით და ვერაფრით იჯერებდა ხმებს ფაუსტინას გამუდმებული ღალატის შესახებ. ის კი არა და, მას შემდეგ, რაც ანია გარდაიცვალა, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის უშუალო ინიციატივით მას – ღვთაების ფუნქციაც შეუთავსეს. – (ავტორი გენია.ჯი)

მარკუს ავრელიუსი

ლუცილა

ლუციუს ვერუსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>