ჯოვანი ლორენცო ბერნინი – „ეპიზოდი”
„ეს არის ხელოვანი, რომელსაც თავისი განსაკუთრებული ნიჭით ჭკუიდან გადაყავს ადამიანებიო”, – ამბობდნენ ერთნი გენიალური იტალიელი სკულპტორისა და არქიტექტორის – ჯოვანი ლორენცო ბერნინის (1598-1680 წლები) შესახებ, მეორენი კი მას „ჩვენი დროის მიქელანჯელოდ” მოიხსენიებდნენ. ჯოვანის მიერ რომში მოწყობილ სახელოსნოში ერთ-ერთი დამხმარისა და მოწაფის ფუნქციით გარკვეული ხნის განმავლობაში აღჭურვილი იყო სახელგანთქმული იტალიელი მოქანდაკე – მატეო ბონარელი. (ავტორი გენია.ჯი) მატეოს მეუღლე – კონსტანცა ბონარელი ხშირად დადიოდა ხოლმე ბერნინის სახელოსნოში, საიდანაც წაღებულ რეპროდუქციებსა და სურათებს შემდგომ მის საკუთრებაში არსებულ მაღაზიაში ჰყიდდა. რამდენიმე ხანში ბერნინისა და კონსტანცას შორის სასიყვარულო რომანი გაიბა. ის კი არა და, სკულპტორმა მატეოს მშვენიერი მეუღლის ქანდაკებაც შექმნა. თავის მხრივ, უნიკალური ოსტატობით შესრულებული ეს ქანდაკება იქცა კიდეც ავტორის შემოქმედების ერთ-ერთ უმთავრეს გვირგვინად.
დროთა განმავლობაში კონსტანცამ ჯოვანის უმცროს ძმასთან – ლუიჯისთანაც გააბა რომანტიკული ურთიერთობა. 1636 წლის ერთ მშვენიერ დილას, წმინდა პეტრეს ტაძარში მყოფმა ბერნინიმ თვალი მოჰკრა, თუ როგორ გამოვიდნენ მხატვრის საყვარელი ქალის სახლიდან კონსტანცა და მისი უმცროსი ძმა – ლუიჯი. საკუთარი თვალით ნანახმა იმდენად განარისხა ეჭვით შეპყრობილი ჯოვანი, რომ იგი უმალვე თავს დაესხა საკუთარ დედმამიშვილს და სასტიკად სცემა იგი (ტვინის შერყევასთან ერთად, ორი ნეკნიც ჩაუმტვრია). სახლში დაბრუნებულმა კი, თავის ერთგულ მსახურს კონსტანცას მოძებნა და მასზე შურისძიება დაავალა. მსახურმა ბატონის დავალება პირნათლად შეასრულა: მან იპოვა მხატვრის საყვარელი ქალი და სახე დანით დაუსერა (დაუმახინჯა). შედეგად ბერნინის მსახური დაკავებული იქნა. რამდენიმე ხანში მრუშობისათვის გასამართლებული იქნა კონსტანცაც. მშობლიური ქალაქიდან გაქცევა მოუხდა ჯოვანის ძმას, კონსტანცას ყოფილ „სატრფოს” – ლუიჯის. ხოლო, თავად გენიალური სკულპტორი კი, პირადად რომის პაპის – ურბან VIII პირადი ჩარევის შედეგად გადაურჩა მართლმსაჯულების მსახვრალ ხელს. მან მხოლოდ და მხოლოდ ფულადი ჯარიმა გადაიხადა.
ამ სკანდალური და ხმაურიანი ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, პონტიფიკოსმა ბერნინის ცოლის მოყვანის რეკომენდაციით მიმართა. მადლიერმა ხელოვანმა გაითვალისწინა ურბან მერვეს რეკომენდაცია და 1639 წლის 15 მაისს – კატერინა ტეციოზე დაიწერა ჯვარი. – (ავტორი გენია.ჯი)
კონსტანცა