გუსტავ კაიბოტი – „ეპიზოდი”
დიდი ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი და კოლექციონერი – გუსტავ კაიბოტი (1848-1894 წლები) ერთობ ენერგიული ნატურა გახლდათ. გარდა სახვითი ხელოვნებისა და ფილატელიისა, იგი ასევე გატაცებული იყო იალქნიანი ნავების სპორტით, გემთმშენებლობითა და მებაღეობით. (ავტორი გენია.ჯი) განათლებით იურისტი ხელოვანი ერთობ მდიდარ პიროვნებას წარმოადგენდა, რაც მას საშუალებას აძლევდა მუდმივად დახმარებოდა თავის კოლეგა-იმპრესიონისტებს. კაიბოტი მათთვის ხშირად იღებდა არენდით სახელოსნოებს; ორგანიზებას უწევდა სხვა იმპრესიონისტი მხატვრების გამოფენებს; აჭმევდა და ასმევდა მათ (მრავალი კოლეგა იხსნა შიმშილით სიკვდილისაგან); გუსტავი კოლეგებისაგან სპეციალურად ყიდულობდა არა იმ ნახატებს, რომლებიც თავად მოსწონდა, არამედ იმ ტილოებს, რომელთაც მყიდველი არ გამოუჩნდათ. ამიტომაც უწოდა მას თავის დროზე გენიალურმა ფრანგმა მწერალმა – ემილ ზოლამ – „ყველაზე გაბედული ყველა იმპრესიონისტთა შორის”. 28 წლის ასაკში მყოფმა ფრანგმა მხატვარმა დაწერა ანდერძი, რომელშიც აღნიშნა, რომ ყველა მისი მეგობარი, რომელთაც გუსტავის ვალი ჰქონდათ, თავისუფლდებოდა ვალის გადახდის აუცილებლობისაგან. – (ავტორი გენია.ჯი)