ლუსიენ ფროიდი – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქოანალიზმის ფუძემდებლის – ზიგმუნდ ფროიდის უმცროსი ვაჟის – ერნსტ ლუდვიგის ვაჟიშვილმა – ლუსიენ მაიკლ ფროიდმა (1922-2011 წლები), რომელიც შემდგომში სახელოვან მხატვრად იქცა, ბერლინიდან ლონდონში იძულებითი გადასვლის შემდეგ ერთ-ერთ ადგილობრივ სკოლაში განაგრძო სწავლა. (ავტორი გენია.ჯი) თავისი უხიაგი, ეგოისტური და აგრესიული ხასიათი ყმაწვილმა ლუსიენმა „ნისლიანი ალბიონის” დედაქალაქშიც ფართოდ გამოავლინა. იგი გამუდმებით სცემდა ინგლისელ თანაკლასელებს მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი მშობლიურ ენაზე მეტყველებდნენ და არაფერი ესმოდათ გერმანული ენისა. თუმცა, 11 წლის ასაკში მყოფი ლუსიენის სკოლიდან გარიცხვის უმთავრეს მიზეზად მაინც სხვა გარემოება იქცა. კერძოდ კი მის მიერ გამოვლენილი – „უკიდურესად უხამსი საქციელი”. ერთ დღეს, ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილმა მეტად უცნაური სანაძლეო დადო: ნიძლავის თანახმად, ლუსიენს სასწავლებლის შესასვლელ კარებთან სრულიად შიშველს უნდა ჩაერბინა. უმცროსმა ფროიდმა სანაძლეო კი მოიგო, მაგრამ სამაგიეროდ, სკოლასთან გამომშვიდობებაც მოუხდა. – (ავტორი გენია.ჯი)