ჯემალ რატიანი წერდა…
„არაფერი არ მოქმედებს ჩემზე ისე ცუდად, როგორც სხვის ბინაში მარტო დარჩენა. სულ ვფიქრობ, რაიმე არ იყოს დაკარგული, ხომ შეიძლება, შენი მისვლის შემდეგ გაახსენდეთ. ეგეც არ იყოს, სიმარტოვის გრძნობას ასე მძაფრად არასოდეს განვიცდი. ამ დროს საათის წიკწიკი ნერვებს საოცრად მიღიზიანებს. როგორი აზრები არ მოდის გონებაში. ხომ წარმოგიდგენიათ, ზიხარ მარტო, ირგვლივ ცოცხალი არავინაა, არის მხოლოდ ნივთები. საათი კი წიკწიკებს და წიკწიკებს. ვითომდა მე ვარო, რაცა ვარო – დრო, ცხოვრება, სიცოცხლე და რა ვიცი, კიდევ რა… გამბედაობა რომ მყოფნიდეს, აუცილებლად ჩავამსხვრევდი. ვერ ვიტან საათს. რამდენი უსიამოვნება მოაქვს ამ შეჩვენებულს. ეს პაემანზე დაგვიანებები და ნერვიულობა, ეს გულისგამაწვრილებელი წიკწიკი, ახლა შინ მისვლა და დავიდარაბა, ეს გამოჩენილი ადამიანების სიკვდილის აღნუსხვა. ხომ გახსოვთ; პუშკინი რომ გარდაიცვალა, ოთახში საათი რომ გააჩერეს?..” – (ავტორი გენია.ჯი)