დიეგო ველასკესი – „ეპიზოდი”

ესპანურ სახვით ხელოვნებაში „ოქროს საუკუნედ” წოდებული პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, გენიალური ესპანელი მხატვრის – დიეგო ველასკესის (1599-1660 წლები) უკვდავი შემოქმედების ყველაზე დიდ მოტრფიალედ, ესპანეთის მეფე ჰაბსბურგთა დინასტიიდან – ფილიპე IV მიიჩნეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ახალგაზრდა მონარქი აღმერთებდა სახვით ხელოვნებას და თავადაც დიდი გატაცებით ეუფლებოდა მას. მისი უშუალო ინციატივით, ველასკესის სახელოსნო სამეფო სასახლის სიახლოვეს იქნა განთავსებული. მას შემდეგ კი, რაც ფილიპეს ვაჟი – ბალთაზარ კარლი გარდაეცვალა, ესპანელი ხელოვანის განკარგულებაში ესპანეთის მონარქების მთავარ რეზიდენციაში – „მადრიდის ალკასარში” განთავსებული მთავარი დარბაზი გადავიდა. აქ, ამ უდიდეს დარბაზში მეფისათვის სპეციალურად იქნა დადგმული პერსონალური სკამი, საიდანაც ხშირად ადევნებდა ხოლმე თვალს ფილიპე თავისი კუმირი მხატვრის მუშაობას. მუშაობის პროცესის დასრულების შემდგომ ველასკესსა და მეფეს შორის მრავლად იმართებოდა დისკუსია ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ. და როგორც წესი, მათ შორის მიმდინარე დისკუსიები არასოდეს ემორჩილებოდნენ მკაცრ სამეფო ეტიკეტებს. ცნობილია ისიც, რომ დიეგო ველასკესის სახელოსნოს გასაღები ფილიპესაც ჰქონდა. მონარქს ნებისმიერ დროს შეეძლო იქ მისვლა და ხშირადაც სტუმრობდა მას. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მხატვართან მეფის ხშირი სტუმრობები ეჭვებს ბადებდა ფილიპეს რიგით პირველ ცოლში – ელისაბედ დე ბურბონში. რაც გახლდათ კიდეც მიზეზი იმისა, რომ დედოფალს ერთობ ცივი დამოკიდებულება გააჩნდა მხატვრის მიმართ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>