მიხეილ ლერმონტოვი – „ეპიზოდი”
სკანდალური გამოსვლებით ცნობილი შოტლანდიური წარმომავლობის მქონე სახელოვანი რუსი პოეტის, პროზაიკოსისა და დრამატურგის – მიხეილ ლერმონტოვის (1814-1841 წლები) ბაბუამ (დედის მხრიდან) – მიხეილ არსენიევმა, ფინანსურად და ეკონომიკურად შეძლებულ ქალზე – ელისაბედ სტოლიპინაზე, 1794 წლის დასასრულს იქორწინა. (ავტორი გენია.ჯი) მალევე, რუსი სენატორისაგან – ივანე ნარიშკინისაგან მიხეილმა „ჩალის ფასად” შეიძინა ნარიშკინის მიერვე პენზის ოლქში დაარსებული სოფელი – ტარხანი, სადაც თავისი ბავშვობის წლების გატარება მოუხდა მომავალ პოეტს. ქალიშვილის შეძენის შემდგომ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა ძალიან გაცივდა. ლერმონტოვის ბაბუამ სასიყვარულო რომანი გააბა მეზობელ ქალთან – ნინა მანსირევასთან, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა მიხეილსა და ელისაბედს შორის. მეუღლის ღალატმა ქალს ქმარი უკიდურეს დონემდე შეაძულა. და როდესაც, მიხეილმა თავის სახლში გაშლილ სუფრაზე საკუთარი ოჯახის თვალწინ დალია საწამლავი და დიდი ტანჯვის შედეგად სული განუტევა, ქმარზე გულაყრილმა ცოლმა ერთადერთი წინადადება წარმოთქვა: „ – ძაღლს – ძაღლური სიკვდილი!” – რას წარმოიდგენდა იმ დროს ლერმონტოვის ბებია, რომ ოდესღაც ზუსტად ასეთივე სიტყვებს წარმოთქვამდა მისი შვილიშვილის, დუელში ტრაგიკულად დაღუპული დიდი რუსი პოეტის შესახებ რუსეთის იმპერატორი – ნიკოლოზ I, როდესაც მას ლერმონტოვის გარდაცვალებას აუწყებდნენ ?! – (ავტორი გენია.ჯი)