ალესანდრო კალიოსტრო – „ეპიზოდი”
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი გავლენიანი და მდიდარი რუსი თავადის – გაგარინის ერთი წლის ასაკში მყოფი ვაჟიშვილი – პავლე მძიმე სენმა შეიპყრო, იმპერიის საუკეთესო ექიმებმა ხელები გაასავსავეს იმის ნიშნად, რომ ისინი თავადიშვილის ავადმყოფობის წინააღმდეგ საბრძოლველად სრულიად უძლურები იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) ერთადერთი, ვინაც პატარა პავლესათვის სიცოცხლის შენარჩუნება ითავა, საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი მისტიკოსი, ალქიმიკოსი და ავანტურისტი - გრაფი ალესანდრო კალიოსტრო (1743-1795 წლები) იყო. თუმცა, სანამ კალიოსტრო ეგზომ დიდ პასუხისმგებლობას აიღებდა საკუთარ თავზე, ორი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა წამოაყენა: პირველი: გრაფს უთუოდ საკუთარ სახლში უნდა გადაეყვანა მომაკვდავი პატარა პაციენტი, და მეორე: მის სრულ გამოჯანმრთელებამდე მშობლებს თავიანთი ვაჟიშვილის ნახვა კატეგორიულად ეკრძალებოდათ. კალიოსტროს ორივე წინაპირობა გრაფმა გაგარინმა უსიტყვოდ მიიღო.
მშობლების ყოველ შეკითხვაზე, როგორ გრძნობდა თავს მათი მემკვიდრე, კალიოსტრო მუდამ ასე პასუხობდა: „უკეთესად!” ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, გაგარინებმა გრაფისაგან გამოჯანმრთელებული ბავშვი მიიღეს, რამაც მათ განუზომელი სიხარული მოჰგვარა. უსაზღვროდ გახარებულმა თავადმა გაგარინმა ალესდანდროს დიდძალი ფული, ათასი ოქროს იმპერიალი შესთავაზა ვაჟის გამოჯანმრთელების სანაცვლოდ. მკურნალი დიდხანს იკავებდა თავს ფულის აღებისაგან, თუმცა საბოლოო ჯამში იგი მაინც აიღო.
რამდენიმე ხანში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ბავშვი თავადს შეუცვალეს, რასაც ცოცხალი თავით არ იჯერებდა თავად გაგარინი. ამბობდნენ იმასაც, რომ ბავშვი ჯერ მოკლეს და შემდეგ ცხედარი დაწვეს ერთ-ერთი მაგიური რიტუალის ჩატარების მიმდინარეობისასო. დამატებით ცნობილია ის, რომ შემდგომში პავლემ გენერლის ჩინს მიაღწია. გრაფი კალიოსტროს ავანტურისტობის შესახებ გავრცელებული ხმები რუსეთის დედოფალ – ეკატერინე მეორესთანაც აღწევდა. გაგარინის შემთხვევამ კი მისი მოთმინების ფიალა საბოლოოდ ამოწურა, რის გამოც იტალიელ ყალთაბანდს ზრდილობიანად მიანიშნეს, რომ მას რუსეთში დიდხანს დაუყოვნდა. ეს კი მაუწყებელი იყო იმისა, რომ გრაფი კალიოსტრო ეკატერინს უშუალო ბრძანების საფუძველზე – გაძევებული იქნა რუსეთის იმპერიიდან. – (ავტორი გენია.ჯი)