კუკუტენის ცივილიზაცია – „ეპიზოდი”
ეგვიპტეში, ნილოსის სანაპიროებზე პირველი დასახლებების გაჩენამდე რამდენიმე ასეული წლით ადრე, ევროპაში – კუკუტენის ცივილიზაცია წარმოიშვა. ენეოლითის ეპოქის ეს არქეოლოგიური კულტურა ძვ.წ.აღ-ით VI – III ათასწლეულებში ვითარდებოდა თანამედროვე უკრაინის, რუმინეთისა და მოლდოვის რესპუბლიკების ტერიტორიებზე. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიკოსებმა ხანგრძლივი კვლევების შედეგად დააგინეს, რომ კუკუტენის ცივილიზაციის ხალხში (სულ რაღაც 15 000 ადამიანი), ფართოდ ჰქონდა ფეხი მოკიდებული მიწათმოქმედებას. გავრცელებული იყო ხელნაკეთი ნივთების დიდებული ოსტატობით დამზადება. განსაკუთრებით კი, კერამიკული ნაკეთობებისა. გარდა ამისა, აღნიშნული ცივილიზაციის ხალხი გამოირჩეოდა მაგიისადმი მიდრეკილებითაც.
კუკუტენის კულტურის ხალხში ერთი ფრიად უჩვეულო წესი იყო დამკვიდრებული: რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ისინი ყოველ 60 ან 80 წელიწადში ერთხელ უკიდებდნენ ცეცხლს და პირწმინდად წვავდნენ თავიანთ დასახლებებს… შემდეგ კი, ძველი, ნახანძრალი დასახლებების ადგილზე ახალ დასახლებებს აგებდნენ… – (ავტორი გენია.ჯი)