ედუარდ გორი – „ეპიზოდი”
ექსცენტრიული ამერიკელი მხატვარ-ილუსტრატორი და მწერალი – ედუარდ სენტ-ჯონ გორი (1925-2000 წლები), რომელსაც ცნობისათვის, არანაირი სამხატვრო განათლება არ ჰქონია მიღებული, და მიუხედავად ამისა, ამერიკელი ბავშვების ერთ-ერთ საყვარელ მხატვრად მიიჩნეოდა მაინც, სხვადასხვა ცხოველების ბეწვეულისაგან (განსაკუთრებით კი ენოტის) დამზადებული ქურქების დიდი მოტრფიალე გახლდათ. გორის მფლობელობაში არსებული უამრავი ქურქის უმეტესობა მისვე ეკიზებით იყო გაფორმებული. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ეს ეპატაჟური ხელოვანი თავის ქურქებს გამუდმებით „კონვერსის” კედებთან ერთად ატარებდა წყვილში. გარდა ამისა, ედუარდის თითებს ამკობდა მრავალი საოცარი დიზაინის მქონე ბეჭედი, რომლებიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ ნაცნობებსა თუ უცნობებში. გავიდა ხანი… როგორც ხდება ხოლმე, ასაკში შესულმა გორმა ღრმა სინანული იგრძნო იმ ცხოველების მიმართ, რომელთა ქურქიც ესოდენ უყვარდა ოდესღაც მას. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მონანიების ნიშნად, ედუარდმა თავისი სახლის სხვენზე დააბინავა ენოტების ოჯახი. ის 21 ქურქი კი, რომელიც მის საკუთრებაში იმყოფებოდა, გორის გარდაცვალების შემდგომ, ანდერძის თანახმად, გაყიდული იქნა აუქციონზე. შემოსული თანხა კი ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდს გადაეცა. – (ავტორი გენია.ჯი)