ჩინგიზ-ყაენი – „ეპიზოდი”
„კარგი მეომარი ის კი არ არის, ვინც ბრძოლაში მდიდრული საჭურველით შედის, და ბრძოლის ველიდან ხელცარიელი ბრუნდება, არამედ ის, ვინც ბრძოლაში ცარიელი ხელით შედის და უკან მდიდრული საჭურველით ბრუნდება”- ო. – ასე უქადაგებდა ოდესღაც თავის შვილიშვილს – მუჰამედ-სულთანს მონღოლთა იმპერიის სისასტიკით განთქმული პირველი მბრძანებელი – ჩინგიზ-ყაენი (1162-1227 წლები). მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ამ ერთ-ერთ უდიდეს დამპყრობელს ძალიან უყვარდა დიალოგში შესვლა თავის საყვარელ შვილიშვილთან – მუჰამედ-სულთანთან. იმ მუჰამედ-სულთანთან, რომელიც ბაბუასაგან განსხვავებით, ბევრად უფრო ლმობიერი ხასიათით გამოირჩეოდა. სამარყანდის მმართველად დანიშვნის ჟამს, ჩინგიზ-ყაენსა და მის საყვარელ შვილიშვილს შორის ერთობ მრავლისმეტყველი საუბარი შედგა:
„ – მე შენ აქ გტოვებ. მტკიცე მმართველობა დაამკვიდრე.
- ნუთუ მე არა ვარ მტკიცე ადამიანი, ბაბუა? – გულწრფელად გაიკვირვა მუჰამედმა.
- მტკიცე ხარ, მაგრამ ლმობიერი. ეს კი ძალიან ცუდია. გახსოვდეს, რომ იმათ მიმართაც კი, რომელთაც შენიანებად მიიჩნევ, ლმობიერება საჭირო არ არის, რადგან ლმობიერ ხელში ერთი უბრალო ჭიაღუასაგან ხშირად იზრდება ხოლმე შხამიანი მორიელი. გარდა ამისა, კარგად დაიხსომე ისიც, რომ ხალხს მხოლოდ იმის ესმის, ვისიც ეშინია”. – (ავტორი გენია.ჯი)