ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
სიბერის ჟამს, „ფარდობითობის თეორიის” გენიალურ ავტორს – ალბერტ აინშტაინს (1879-1955 წლები), გაუარესებული ჯანრთელობის გამო პირადმა ექიმმა თამბაქოს შეძენა აუკრძალა. რაღა თქმა უნდა, მედიკოსი მის მოხმარებასაც გულისხმობდა, თუმცა ეს უკანასკნელი სიტყვა აღარ დაუკონკრეტებია, რადგან იფიქრა, რომ ალბერტისათვის ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. თავის მხრივ, დიდმა მეცნიერმაც დადო პირობა ექიმის წინაშე იმისა, რომ იგი აღარასოდეს შეიძენდა თამბაქოს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, თამბაქოს მოყვარულ ფიზიკოსს მაინც არ მოუშლია ეს მეტად მავნე ჩვევა. თუმცა-კი, უცილობლად უნდა შევნიშნოთ, რომ ექიმის წინაშე დადებული პირობის შემდეგ აინშტაინს პირადად აღარასოდეს შეუძენია ის. სამაგიეროდ, სხვებს ართმევდა. ცნობილია, რომ აინშტაინი ხშირად იღებდა თამბაქოს გენიალური დანიელი კოლეგის – ნილს ბორის სამუშაო კაბინეტში განთავსებული მაგიდიდან. იმ მაგიდიდან, სადაც ბორს ჩვეულებისამებრ ედო ხოლმე მაგიდაზე თამბაქო. ერთ დღეს, ნილს ბორის სამუშაო კაბინეტში შესულ აინშტაინს კოლეგასთან ხშირი სტუმრობის მიზეზად გულწრფელად დაუსახელებია – თამბაქო. მედიკოსის წინაშე დადებულ პირობას კი, რომ არ არღვევდა, შემდეგი სიტყვები წარმოუთქვამს: „ექიმმა მე მხოლოდ თამბაქოს ყიდვა ამიკრძალა და არა მისი მოხმარებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)