იცით თუ არა, რომ?!
1. ტრაგიკულად დაღუპული იტალიური ქალაქის – პომპეის მოსახლების უმრავლესობის საცხოვრებელ სახლებში – სამზარეულო საერთოდ არ არსებობდა. ამ ანტიკური პერიოდის ქალაქში ერთობ კარგად იყო განვითარებული თანამედროვე კაფეების მსგავსი საზოგადოებრივი კვების ობიექტების ქსელი, სადაც ანიჭებდნენ კიდეც უპირატესობას სადილობას ადგილობრივები. სხვა შემთხვევებში კი, იქ მონებს გზავნიდნენ, რათა მათ თავიანთი ბატონებისათვის ბინაზევე მიერთმიათ ესა თუ ის კერძი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. XIX საუკუნის პარიზში ფუნქციონირებდა ძველბერძნულ მითოლოგიაში სამართლიანობის ქალღმერთის – „თემიდას” სახელწოდების მქონე ყავახანა, რომელშიაც უმთავრესად იურისტები იყრიდნენ თავს.
* * *
3. კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, დიდი გერმანელი ფიზიკოსი – მაქს ბორნი, ძალიან პირქუში, ფხუკიანი და უკმეხი პიროვნება გახლდათ. და რადგანაც კარგად ესმოდა ეს თავადაც, ხშირად იმეორებდა ხოლმე – „ჩემს უკმეხობას ყურადღებას ნუ მიაქცევთო”.
* * *
4. ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის – აბრაამ ლინკოლნის განუზომლად ეჭვიანი მეუღლე – მერი ტოდ ლინკოლნი ქმრის მიმართ ყოველთვის გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას. იგი გამუდმებით ჩიოდა და აკრიტიკებდა აბრაამს. ეჭვიანობის ჟამს კი, საკუთარ თავზე სულაც ჰკარგავდა კონტროლს და განრისხებული საშინელ სკანდალებს უწყობდა ეგზომ სახელოვან მეუღლეს.
* * *
5. ფრიდრიხ ენგელსი წერდა, რომ გენიალური ფრანგი მწერლის – ონორე დე ბალზაკის ნაწერებიდან თვით ეკონომიკური დეტალების მხრივ მან უფრო მეტი გაიგო, ვიდრე იმავე პერიოდის ყველა პროფესიონალი ისტორიკოსის, ეკონომისტისა და სტატისტიკოსის წიგნებიდან. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „დეტექტივების დედოფალი” – ასე მოიხსენიებენ დღემდე დიდ ინგლისელ მწერალ ქალს – აგათა კრისტის.
* * *
7. ადრეული ბაროკოს პერიოდის სახელგანთქმული იტალიელი მხატვარი ქალი – ლივინია ფონტანა, რომელიც XVI-XVII საუკუნეებში მოღვაწეობდა, პირველი ხელოვანი ქალი იყო, რომელმაც „ნიუ”-ს ჟანრში, და შესაბამისად, შიშველ მოდელებთან დაიწყო მუშაობა.
* * *
8. „მეც ჯადოსნური ზღაპრის მეფესავით მჭირს. რასაც იგი შეეხებოდა, ყველაფერი ოქროდ იქცეოდა, ხოლო რასაც მე – საგაზეთო აურზაურად…” – წერდა მაქს ბორნისადმი 1920 წელს გაგზავნის ერთ-ერთ წერილში – ალბერტ აინშტაინი.
* * *
9. აშშ-ის ერთადერთი შტატი, სადაც ყავის პლანტაციებია გაშენებული, წყნარი ოკეანის რეგიონში განთავსებული – ჰავაის შტატია.
* * *
10. „საერთაშორისო სამართალს” XVI საუკუნეში საფუძველი ჩაუყარა დიდი ნიდერლანდელი მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის – ჰუგო გროციუსის მიერ დაწერილმა წიგნმა – „ომისა და ზავის სამართალი”. – (ავტორი გენია.ჯი)