ედგარ ალან პო – „ეპიზოდი”
გარდა ლიტერატურული შემოქმედებისა, დიდი ამერიკელი მწერალი – ედგარ ალან პო (1809-1849 წლები) მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში იყო დაკავებული ასტრონომიითა და ასტროფიზიკით. (ავტორი გენია.ჯი) სალიტერატურო ასპარეზზე პოპულარობის პიკში მყოფმა მწერალმა საზოგადოების წინაშე წარადგინა სამეცნიერო ტრაქტატი, რომელიც მიძღვნილი გახლდათ სერიოზულ კოსმოლოგიურ პრობლემებზე. ცნობილია ისიც, რომ პირველი ადამიანი, რომელმაც ეგრეთ წოდებული – „ოლბერსის პარადოქსი” (თუ რატომ არის ღამით სიბნელე) ამოხსნა – ედგარ ალან პო იყო. 1848 წელს კი, დიდმა ამერიკელმა მწერალმა გენიალურ გერმანელ ბუნებისმეტყველსა და სწავლულს – ალექსანდრე ჰუმბოლდტს მიუძღვნა ფრიად მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი. იმავე წელს პომ გამოაქვეყნა პოემა – „ევრიკა”, სადაც ფართოდ იყო განვრცობილი სამყაროს წარმოშობის საკითხი. აღნიშნული ქმნილებისა და მისი ავტორის შესახებ კი თვით აინშტაინს განუცხადებია თავის დროზე – „ევრიკა – ეს არის ძალიან ლამაზი მიღწევა გასაოცრად დამოუკიდებელი გონებისაო”. – (ავტორი გენია.ჯი)