როი სოხუმელი – „აწვიმს თებერვალს”

აწვიმს თებერვალს,

და შვებაა ალბათ სისველე,

სითბოს თესავენ ღრმად მორწმუნე

თვალთა

ფერები,

ღმერთო, შემინდე, თუ სიმშვიდე გადავითელე,

თუ კი პირჯვრის დროს,

თითებს ვღლიდი – სხვათა ხელებით.

გტოვებ, უფალო, – შემხვედრიდან ბოლო შემხვედრში,

ტაძრად მისული რომ ვატკბები დედის ჭაღარას,

ათი მცნებიდან დავეძებდი ყველას შენს ხვედრში,

და სიკეთემაც სნეულებად გამომაყარა.

თუმცა, მივენდე,

იქნებ იყოს – დახსნა ახლიდან,

იქნებ დავშორდეთ ნაბიჯებით დაღლილ სხვა უბნებს,

ნეტავ იცოდნენ, რა ძნელია გასვლა სახლიდან,

როცა ტყემალი, აპრილის წინ – წაიალუბლებს.

როგორ დამაკლდი,

სად წავიღე დროთა გროვება,

ვეღარ იხდიან ამინდებიც – შენში, ჩემს ძველ ვალს,

დამისაჩუქრეს თარიღების გამოტოვება,

და უჩვეულოდ,

ძველებურად აწვიმს თებერვალს…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>