Magdalen College – „ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო ცენტრი – „ოქსფორდის უნივერსიტეტი”, სადაც თავის დროზე სწავლობდნენ ისეთი სახელოვანი ადამიანები, როგორებიც იყვნენ – მარგარეტ ტეტჩერი, როჯერ ბეკონი, ლუის კეროლი, კრისტოფერ რენი, ჯონ ტოლკინი და სხვები, დაარსებული იქნა ჯერ კიდევ XI საუკუნეში. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ზუსტად დადგენილი არ არის მისი დაარსების ზუსტი თარიღი, ისტორიული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სასწავლო პროცესი ოქსფორდში – 1096 წელს უკვე მიმდინარეობდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ უნიკალური ცოდნის ტაძრის ბაზაზე პირველმა კოლეჯმა ფუნქციონირება 1249 წელს დაიწყო. დღეისათვის კი იგი 38 ავტონომიურ კოლეჯს აერთიანებს. 1458 წელს იტონის პროტექტორმა – უილიამ უეინფლეტმა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე კიდევ ერთი სასწავლებელი, სახელწოდებით – „Magdalen College” დააარსა. ეს ის სასწავლებელია, რომელიც თანამედროვე პერიოდში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კოლეჯადაა მიჩნეული. მისი ფინანსური ფონდი – 272 მილიონ ფუნტი-სტერლინგისაგან შედგება. აღნიშნულ საგანმანათლებლო ცენტრში თავის დროზე სწავლობდა დიდი ინგლისელი მწერალი – ჯოზეფ ადისონი. გარდა ამისა, „მაგდალინას კოლეჯის” კურსდამთავერულნი არიან – მიანმარის კავშირის რესპუბლიკის მეთაური – აუნ სან სუ ჩჟი, აღორძინების ეპოქის სახელოვანი ინგლისელი პოეტი და ლექსიკოგრაფი – სემიუელ ჯონსონი, ინდოეთის ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტრი – ინდირა განდი, გენიალური ინგლისელი მწერალი – პერსი ბიში შელი და სხვები. ისევე როგორც სხვა კოლეჯებს, Magdalen College-საც გააჩნია ერთი ფრიად უცნაური ტრადიცია: კოლეჯი სათანადოდ უვლის და კვებავს მის საკუთრებაში არსებულ ზუსტად იმდენივე ირემს, რამდენი პროფესორიც მოღვაწეობს ამა თუ იმ პერიოდებში სასწავლებელში. ისინი დაბინავებული არიან კოლეჯის ტერიტორიაზე მოწყობილ სპეციალურად შემორაგვულ ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ, რომელიმე პროფესორი გარდაიცვლება, ადმინისტრაციის ბრძანებით იკვლება ირემი, რომლისაგან დამზადებულ კერძსაც მეორე დილით კოლეჯის სატრაპეზოში გეახლებიან პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. საბედნიეროდ, ირემის სიკვდილის შემთხვევაში, პირიქით არ ხდება. – (ავტორი გენია.ჯი)
Magdalen College