მონღოლები – „ეპიზოდი”
მონღოლი ხალხის უძველესი მითოლოგიის თანახმად, წყლის ციკლების კონტროლზე პასუხისმგებელობა საშინელ ურჩხულებს (დრაკონებს) ჰქონდათ დაკისრებული. იმის შიშით, რომ არ გაებინძურებინათ და არ შეებილწათ წყალი, რაც თავის მხრივ, განარისხებდა დრაკონებს, მონღოლები არასოდეს იღებდნენ აბაზანებს და არასოდეს რეცხავდნენ ტანისამოსს. შესაბამისად, მათთვის არ არსებობდა არანაირი პირადი ჰიგიენის დაცვის წესები.(ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ შუასაუკუნეებში ისინი ერთი და იგივე ტანსაცმელს ატარებდნენ მუდმივად. და ატარებდნენ მანამ, სანამ ტანზე არ შემოეფლითებოდათ იგი. თუმცა იყო გამონაკლისიც: ფესტივალები და სხვა განსაკუთრებული ღონისძიებები. ისტორიკოსთა დიდი ნაწილი იმასაც ირწმუნება, რომ დაუბანლობისგან მონღოლებს ისეთი მყრალი და საძაგელი სუნი ასდიოდათ, მათი დამპყრობელი ურდოს გამოჩენის წინ, პირველად, გასაუბედურებლად განწირული უცხო ტომის ხალხი, საშინელ სუნს გრძნობდაო. სპეციალისთა აზრით, მონღოლთა მყრალი სურნელება მხოლოდ ჰიგიენის დაუცველობასთან არ იყო დაკავშირებული. ამის ერთ-ერთ მიზეზად ისინი მონღოლი ხალხის კვების რაციონსაც ასახელებენ. ცნობილია, რომ მონღოლები იკვებებოდნენ ვირთხისა და ძაღლის ხორცით, სხვადასხვა მცენარეების ფესვებით, სვამდნენ ცხენის ან აქლემის რძისაგან დადუღებულ სასმელს – კუმისს. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ კუმისი არ გააჩნდათ, ცხენის სისხლსაც ხარბად ეწაფებოდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)