როი სოხუმელი – „როცა სხეულში, ისე ბორგავ – ვეღარ ეტევი”

როცა სხეულში, ისე ბორგავ – ვეღარ ეტევი,

და ეს სამყაროც შეიშალა – ასე გგონია.

როცა გარბიხარ, ყველაფრისგან, რადგან მერყევი -

ცხოვრება გკლავს და თითქოს არსიც აღარ გქონია…

როცა უფლამდე, ცადაზიდულ სიკეთეს მოთქვამს,

და სამსჯავროზეც მოწყალება არ გხვდა, მადლიანს,

როცა ნასახლარს დაიტირებ, ხეხილით მორგავ,

სიმშვიდე ვერც იქ ვერ გიშუშებს წყლულებს… ნატყვიარს…

როცა სახიდან სიმწრის ოფლი გფატრავს გულამდე,

თითქოს ღირსება – სიყალბე და დიდი ნაკლია,

როცა გვჯიჯგნიან, სიმართლისთვის, აღსასრულამდე…

სულით მახინჯებს ტაშ-ზეიმი გაუმართიათ…

როცა თვალებში ღმერთი ჩანს და ყველა გიყურებს,

და მიგათრევენ, რომ მეორედ აღსდგეს გოლგოთა,

როცა ჯვარცმული ვერც ტკივილებს ამოიწყურებ,

რადგან ქვეყანა დაგიმსგავსეს ნარბევს, მონღოლთა…

როცა სიყვარულს, ვიღაც გგლეჯს და კივის ღირსება,

გამწარებული, როცა ყლაპავ ცრემლებს – მდუღარეს…

როცა გგონია, მოსვენება არ გეღირსება -

სულით მადლიანს, ცხოვრებისგან – ნათრევს, მწუხარეს…

ღმერთი ადიდე… რომ სულგრძელი იყო თვისებით,

და შენს გაჩენას, ღვთის გულამდე ჰქონდეს ხალასი…

ადამიანო!.. შეგიძლია, რომ მოთმინებით -

იცხონო თავი… და შენს იქეთ, ცხონდეს ათასი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>