ჰერბერტ ჯორჯ უელსის შემოქმედების სტატისტიკა…

დიდი ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტი,რომელსაც ჟიულ ვერნისთან ერთად მოიხსენიებენ,როგორც “სამეცნიერო ჟანრის ფანტასტიკის მამა” - ჰერბერტ ჯორჯ უელსი (1866-1944 წლები),საკმაოდ ნაყოფიერი ლიტერატურული მოღვაწეობით გამოირჩეოდა.როგორც ცნობილია,ლიტერატურულ მოღვაწეობას იგი იწყებს 1895 წელს და მისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე წერს ორმოცამდე რომანს და რამდენიმე ტომს მოთხრობებისა. (ავტორი გენია.ჯი) ამავე დროს იგი ავტორია ათამდე პოლემიკური ჟანრის თხზულების,რომლებიც ეძღვნებოდა ფილოსოფიურ პრობლემატიკას და სხვა საზოგადოებრივ მოვლენას.მასვე დაწერილი და მიძღვნილი აქვს ათამდე ნაშრომი, საზოგადოებრივი გარდაქმნების თემატიკის შესახებ.მანვე დაწერა ოცდაათამდე ტომი პოლიტიკური და სოციალური პროგნოზებისა.ოცდაათზე მეტი ბროშურა მიუძღვნა ფაბიანელთა საზოგადოებას.სამი წიგნი დაწერა საბავშვო ჟანრის და ასევე ავტორია ავტობიოგრაფიისა.მისი შემოქმედება თარგმნილ იქნა შემდეგ ენებზე: ქართულ,მონღოლურ,პოლონურ,ჩინურ,კორეულ,რუმინულ,ფრანგულ,იაპონურ და სხვა მრავალ უცხო ენაზე. (ავტორი გენია.ჯი)