დედოფალი ქრისტინა – „ეპიზოდი”
შვედეთის ინტელექტუალმა დედოფალმა - ქრისტინამ (1626-1689 წლები), თავისი პრესტიჟული ტიტულის შესაფერისი განათლება მიიღო. ნადირობის მოტრფიალეს, იმთავითვე იზიდავდა მათემატიკა, გეოგრაფია, ასტრონომია და განსაკუთრებით, უცხო ენების შესწავლა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ქრისტინა პატარაობიდანვე იქცა მისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ქალბატონად. (ავტორი გენია.ჯი) შვედური და გერმანული ენები ქრისტინამ ჯერ კიდევ ბავშვობაში შეისწავლა. ძალიან მოკლე პერიოდში დაეუფლა ლათინურ ენასაც. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში აითვისა ნიდერლანდული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, ბერძნული და ძველბერძნული ენაც კი. ამიტომაც იყო, რომ პოლიგლოტი დედოფალი თავისუფლად კითხულობდა ორიგინალში დაწერილ ბიბლიის ტექსტებს. სიბერის ჟამს მან არაბული ენის შესწავლაც დაიწყო, თუმცა სიკვდილმა არ დაანება.
დედოფლის მიწვევით შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმს დიდი ფრანგი სწავლული – რენე დეკარტი სტუმრობდა. როგორც ამბობენ, ამ უდიდეს ფილოსოფოსთან ქრისტინამ თანასწორ დონეზე გამართა ერთობ ცხარე დისპუტი, რითაც ფრიად გააკვირვა ფრანგი განმანათლებელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ დროს ქრისტინა სულ რაღაც ოცდასამიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა.
შვედეთის ინტელექტუალი დედოფალი მამაკაცის სამოსს ქალის სამოსზე მოსახერხებელ საშუალებად მიიჩნევდა, და აკი დაიმკვიდრა კიდეც ისტორიაში თავი, როგორც ერთ-ერთმა პირველმა ქალმა, რომელმაც მამაკაცის მსგავსად, შარვლით დაიწყო სარგებლობა. – (ავტორი გენია.ჯი)