ჰაინრიხ ჰიმლერი – „ეპიზოდი”
მესამე რაიხის უკურნებელი პარანოიკით შეპყრობილ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირს, სს-ის რაიხსფიურერს – ჰაინრიხ ჰიმლერს (1900-1945 წლები), თავისი მიზანთროპი ბელადის მსგავსად მიაჩნდა, რომ ებრაელები, როგორც იუდეველები, არასრულფასოვანი, გადაშენების პირზე მისული და თვით უფალი ღმერთის მიერ შეჩვენებული რასის წარმომადგენლები იყვნენ. ამიტომ ისინი უმკაცრესად უნდა დაესაჯათ და დაემცირებინათ მანამ, სანამ არ აღიგვებოდენენ პირისაგან მიწისა. „ყველა იუდეველის გზა უნდა გადიოდეს აუსშვიტცზე, იქ კი – კრემატორიუმზე. კრემატორიუმს უნდა მოემსახურონ იუდეველნი. იუდეველებს თვით იუდეველთა ხელით ამოვწყვეტთ. ისინი დასწვავენ არა მარტო ერთმორწმუნეთ და თანატომელთ, არამედ სხვა დაბალი რასის წარმომადგენლებსაც, რისთვისაც მათ ყველანი შეიძულებენ”. – უთქვამს ერთხელ ჰიმლერს. – (ავტორი გენია.ჯი)