ფილიპე V – „ეპიზოდი”
„მეფე-მზედ” წოდებული საფრანგეთის ლეგენდად ქცეული მმართველის – ლუი XIV დე ბურბონის შვილიშვილი, ესპანეთის მეფე – ფილიპე V (1683-1746 წლები), დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა სერიოზული ბიპოლარული აფექტური აშლილობით (ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმა). ამიტომაც ეცვლებოდა მონარქს დაუჯერებელი სისწრაფით ხასიათი. (ავტორი გენია.ჯი) მას შეეძლო ყოფილიყო ეიფორიაში, ორი წუთის გასვლის შემდეგ კი უკიდურესად ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილიყო. დროის გასვლასთან ერთად უარესდებოდა ფილიპეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერთხელ მას საშინელი ფსიქიკური და ნერვული შეტევა განუვითარდა. ძალიან ძლიერი ისტერიკის გამოწვევა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მოეჩვენა, თითქოს მზეს სურდა ფილიპეზე თავდასხმა. ამ უკანასკნელი შეტევის შემდეგ ესპანელი მონარქი აღარც გამოჯანმრთელებულა. პირიქით, კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა. მეფის შეშლილობა პროგრესირებდა. იგი კატეგორიულ უარს აცხადებდა თმებისა და ფრჩხილების შეჭრაზე, რადგან შიშობდა, რომ ამით კიდევ უფრო გაიუარესებდა ჯანმრთელობას. ხშირად ეჩვენებოდა, რომ ხელ-ფეხი აკლდა. საბოლოო ჯამში, მეფის მდგომარეობა იქამდეც კი დამძიმდა, რომ მან საკუთარი თავი ბაყაყად მიიჩნია. შედეგად, 1724 წელს ფილიპეს სამეფო ტახტის დათმობა მოუხდა თავისი უფროსი ვაჟის – ლუის I-ის სასარგებლოდ. – (ავტორი გენია.ჯი)