ლუის I – „ეპიზოდი”
1722 წლის 20 იანვარს, 14 წლის ასაკში მყოფი ესპანეთის პრინცი, შემდგომში მეფე – ლუის I (1707-1724 წლები), ფრანგი რეგენტის – ფილიპე II ორლეანელის ქალიშვილზე – ლუიზა ელისაბედ ორლეანელზე დაქორწინდა. (ავტორი გენია.ჯი) ლუიზას მეუღლეს, სამეფო ტახტიდან გადამდგარი თავისი მამამთილის მსგავსად, ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა. მას პიროვნების აშლილობა და ბულიმია ტანჯავდა (კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება მუცლის უზომო ამოყორვით, და რომელსაც შემდგომ მოსდევს დანაშაულის გრძნობამ დეპრესია და ბოლოს, ხელოვნური – გულისრევა). აღნიშნული დაავადებების შედეგად ლუისის ქცევები არაადეკვატური, უკონტროლო და ხშირ შემთხვევაში, ამორალურიც კი იყო. მაგალითად, ლუისს შეეძლო პუბლიკის წინაშე სრულიად შიშველი წარმდგარიყო. გარდა ამისა, არ ერიდებოდა და გამუდმებით, რეგულარულად იფურთხებოდა ხალხის თვალწინ, ხალხის თანდასწრებით. – (ავტორი გენია.ჯი)