კარელ ვან მანდერი – „ეპიზოდი”

საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ პირველი სერიოზული წერილობითი ცნობები გენიალური იტალიელი ფერმწერის – მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს შესახებ მისმა რომელიმე თანამემამულემ კი არ მოგვაწოდა, არამედ ერთ-ერთმა ფლანდრიელმა მხატვარმა და ლიტერატორმა, რომლის სახელიც გახლდათ – კარელ ვან მანდერი (1548-1606 წლები). (ავტორი გენია.ჯი) როგორც მხატვარი, ეს ნიდერლანდელი მანიერისტი დღეისათვის არც თუ ისე ცნობილი ხელოვანია, თუმცა-კი, მის მიერ 1604 წელს გამოქვეყნებული წიგნი – „მხატვრების შესახებ”, მრავალჯერ იქნა გამოცემული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

თავად მანდერი „მარადიულ ქალაქ” რომს 1573-1577 წლებში სტუმრობდა, ამიტომ იგი კარავაჯოს პირადად ვერ შეხვდებოდა და ვერ გაეცნობოდა, მაგრამ მის შესახებ დიდი ინფორმაცია მოიძია. „მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო არის ის ერთადერთი მხატვარი, რომელიც ძალიან მცირე ყურადღებას ავლენს სხვა მხატვრების ნამუშევართა მიმართ, თუმცა, ღიად, არც თავის ნამუშევრებს აქებსო”, – წერდა თავის წიგნში ნიდერლანდელი ხელოვანი. იგი თანამემამულე მხატვრებს მოუწოდებდა, რომ იტალიელი გენიოსის – კარავაჯოს უნიკალური შემოქმედებითი სტილის მიმდევრები გამხდარიყვნენ… დაეხატათ ასლები სახელოვანი მილანელი ფერმწერის სურათებისა. ნიშანდობლივია ისიც, რომ მანდერის მოწოდებას ბევრი ნიდერლანდელი მხატვარი გამოეხმაურა. შესაბამისად, მან ძალიან დიდი წვლილი დაიდო სულით მეამბოხე და დებოშიორი კარავაჯოს სახელის პოპულარიზაციაში. – (ავტორი გენია.ჯი)

კარავაჯო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>