ძველი რომი – „ეპიზოდი”
ანტიკური ხანის „მარადიულ ქალაქ” რომში მობინადრე თავისუფალ მოქალაქეებში ერთი მეტად საინტერესო ტრადიცია იყო დამკვიდრებული. იმ შემთხვევაში, თუ რომაელი მოქალაქე უკმაყოფილო დარჩებოდა ხელისუფლების მიერ მიღებული რომელიმე გადაწყვეტილებით, პროტესტის ნიშნად, იგი რომს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უფრო სწორად რომ ვთქვათ, თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, ნებაყოფლობით ტოვებდა. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის შემთხვევა იყო „მარადიული ქალაქის” ისტორიაში, როდესაც რომი კი არ აძევებდა თავის მოქალაქეებს, არამედ თავისი მოქალაქეები აძევებდნენ თავად – რომს. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ რომაელთა მიერ თავიანთი უფლებების დაცვისათვის წარმოებული პროტესტის ესოდენ უცნაური ფორმა დიდი ეფექტის მომტანი აღმოჩნდა, რადგან იმდენად დიდი რაოდენობით ტოვებდა ხოლმე რომს პროტესტის ნიშნად მოქალაქეები, რომ ქალაქი პარალიზებული რჩებოდა. ეს კი, თავის მხრივ, რომის მმართველებს აიძულებდა, პროტესტანტი თანამოქალაქეების წინაშე მნიშვნელოვან დათმობებზე წასულიყო და მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიეღო. – (ავტორი გენია.ჯი)