პიუს II – „ეპიზოდი”
XV საუკუნეში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად წიგნად იქცა ეროტიკული ჟანრის რომანი, სახელწოდებით – „ისტორია ორი შეყვარებულის შესახებ”. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ეგზომ უხამსი ჟანრის ნაწარმოების ავტორი გახლდათ მშობლიურ კუთხეზე უზომოდ შეყვარებული რომის პაპი - პიუს II (1405-1464 წლები), ერისკაცობაში – ენეა სილვიო დე პიკოლომინი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა აღნიშნული ქმნილებისა, მის კალამს ასევე ეკუთვნის ეროტიკული ჟანრის რამდენიმე ლექსი და ორი კოსმოლოგიური თხზულება – „De Europa” და „De Asia”, რომელთაც შენდგომში აქტიურად იყენებდა თავისი მოგზაურობის ჟამს ქრისტეფორე კოლუმბი.
მშობლიური კუთხის უზომო მოყვარული პიუს მეორესათვის ტყუილად არ მიწოდებია. ტოსკანას რეგიონში, კერძოდ კი ქალაქ სიენას სიახლოვეს განთავსებულ სოფელ კორსინიაკოში, გავლენიან ოჯახში დაბადებულმა პონტიფიკოსმა გადაწყვიტა, რომ მისი მშობლიური სოფელი იდეალურ რენესანსულ ქალაქად ექცია. მან პირადი სახსრებით მიიწვია კორსინიაკოში სახელგანთქმული ფლორენციელი არქიტექტორი – ბერნარდო როსელინო, რომელსაც სოფელ კორსინიაკოს იდეალურ რენესანსულ ქალაქ პიენცად გადაკეთება დაუკვეთა. 1459 წელს რომის პაპის სათაყვანებელი იდეა ხორცშესხმული იქნა. 1995 წელს კი, სულ რაღაც 2 300 ადამიანით დასახლებულ ამ უმშვენიერეს პატარა ქალაქს, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. – (ავტორი გენია.ჯი)
პიენცა