სიუზან მადორა სოლტერი – „ეპიზოდი”
1887 წლის 4 აპრილს, კანზასის შტატში განთავსებულ ქალაქ – არგონიაში ქალაქის მერის არჩევნები უნდა შემდგარიყო. ყველასდა გასაკვირად, მერობის ერთ-ერთ კანდიდატურად მამაკაცების ჯგუფის მიერ წამოყენებული იქნა სუსტი სქესის წარმომადგენელი, ანტიალკოჰოლური საზოგადოებრივი ჯგუფის – „მოძრაობა სიფხიზლისათვის” აქტივისტი – სიუზან მადორა სოლტერი (1869-1961 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ერთადერთი მიზეზი სოლტერის მერობის კანდიდატად დასახელებისა მრავლისმეტყველ გახუმრებასთან იყო დაკავშირებული. ასეთი უჩვეულო სახის ხუმრობის საშუალებით მამაკაცთა ჯგუფი შეეცადა ფართო საზოგადოებისათვის დაემტკიცებინა, რომ ქალ-კანდიდატს მამაკაც-კანდიდატთან ბრძოლაში პოლიტიკურ ველზე – არაფერი გაუვიდოდა და უცილობლად დამარცხდებოდა, რადგან ღრმად იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ სიუზანს ხმას არავინ მისცემდა.
სტერეოტიპი დაიმსხვრა: მოულოდნელად, არჩევნებში სიუზანმა გაიმარჯვა. გაიმარჯვა და დაიმკვიდრა კიდეც თავი თავისი ქვეყნის ისტორიაში, როგორც პირველმა ქალმა-მერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში. – (ავტორი გენია.ჯი)